DEWALTSTORE.GE პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ანგარიშის ავტორიზაციისთვის, შეკვეთის გაფორმებისთვის, მომხმარებლის მხარდაჭერისთვის და საიტის ძირითადი ფუნქციონირებისთვის.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
საიტის გამოყენებისას შეიძლება დამუშავდეს შემდეგი ინფორმაცია:
- ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა და ავტორიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები.
- შეკვეთის მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონი, მისამართი, პირადი ნომერი, შეკვეთილი პროდუქტები და გადახდასთან დაკავშირებული სტატუსები.
- ფუნქციონალური ტექნიკური მონაცემები: კალათა, შედარების სია და ანონიმური იდენტიფიკატორი რეიტინგის/ფუნქციონალური პროცესებისთვის.
რისთვის ვიყენებთ ამ მონაცემებს
- ავტორიზაციის, ანგარიშზე წვდომისა და სესიის შენარჩუნებისთვის.
- შეკვეთების მიღების, დამუშავების, მიწოდებისა და სტატუსის ჩვენებისთვის.
- თქვენთან დასაკავშირებლად შეკვეთის, დაბრუნების ან მხარდაჭერის საკითხებზე.
- უსაფრთხოების, შეცდომების პრევენციის და ბოროტად გამოყენების შეზღუდვისთვის.
ქუქები და ლოკალური საცავი
საიტი იყენებს მხოლოდ ავტორიზაციისთვის და ძირითად ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკურ ქუქებსა და ბრაუზერის საცავებს:
საიტზე არ გამოიყენება ანალიტიკური ან მარკეტინგული ქუქები მხოლოდ საიტის შიდა ავტორიზაციისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემების გარდა.
მესამე მხარის სერვისები
- გადახდის დასრულებისას თქვენი შეკვეთისთვის საჭირო მონაცემები გადაიცემა გადახდის პროვაიდერს მხოლოდ ტრანზაქციის დასამუშავებლად.
- პროდუქტის კომენტარების სექციაში გამოიყენება Hyvor Talk. ამ სერვისის გამოყენებისას Hyvor Talk-მა შეიძლება დამოუკიდებლად დაამუშაოს ტექნიკური მონაცემები და საკუთარი ქუქები.
მონაცემთა უსაფრთხოება
პირადი მონაცემები მშავდება უსაფრთხოდ და მხოლოდ საჭირო მოცულობით. ავტორიზაციის კრიტიკული მონაცემები მუშავდება უსაფრთხო მექანიზმებით, ხოლო ქუქები და ბრაუზერის საცავები გამოიყენება მხოლოდ მომსახურების გასაწევად საჭირო მოცულობით.